“ლელოს” გაგება ტერორიზმისა არის ის, რომ, თურმე, ეს არის ადამიანის თავგანწირვა მაღალი იდეალებისათვის” – ირაკლი ქადაგიშვილი

“არაფერსაც არ გამიჯვნიან, რადგან არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც, ფაქტობრივად, ტერორისტული აქტის ჩადენას ცდილობდა (ყოველ შემთხვევაში, გამოძიებამ ასეთი კვალიფიკაცია მისცა), ამას უწოდო “თავგანწირვა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა და გამოეხმაურა საკითხს, რომ “ლელო – ძლიერი საქართველო” ალეკო ელისაშვილის პარტიასთან თანამშრომლობას განაგრძობს.

“მაშინ ყველა ტერორისტი თავგანწირულია, რადგან თავს წირავს – ეს ლოგიკაა? თუ საქართველოში ტერორიზმს სხვანაირი შეფასება აქვს და მსოფლიოში – სხვანაირი? ამიტომ, “ლელოს” გაგება ტერორიზმისა არის ის, რომ თურმე, ეს არის ადამიანის თავგანწირვა მაღალი იდეალებისათვის. ეს საკითხი უნდა ყოფილიყო მკაფიოდ, მკაცრად და არაორაზროვნად დაგმობილი და თავისთავად, მისი ადგილი არანაირ კოალიციასა თუ პოლიტიკურ პარტიაში აღარ უნდა არსებობდეს”, – განმარტა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები