“მიმდინარეობს მასირებული საინფორმაციო შტურმი საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე, რათა კიდევ ერთხელ გაილაშქრონ, რომ რეალურად დაისაჯოს საქართველო” – თორნიკე ჭეიშვილი
“მიმდინარეობს მასირებული საინფორმაციო შტურმი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე იმისათვის, რათა კიდევ ერთხელ, როგორმე გაილაშქრონ, რომ რეალურად დაისაჯოს საქართველო”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „ბიბისის“ პუბლიკაციაზე საუბრისას განუცხადა.
როგორც მან განმარტა, ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოდ დაემთხვა დროში.
“დაემთხვა, ერთი მხრივ, ეუთოს მიმდინარე მინისტერიალს, მეორე მხრივ, ასევე ძალიან მალე შედგება ევროკავშირში ჯერ საგარეო საქმეთა კომისიის ფორმატში შეხვედრა. ასევე, დაგეგმილია ევროპული საბჭოს შეხვედრა. რეალურად იქმნება გარკვეული ფონი, ისინი ეძებენ საბაბებს იმისათვის, რომ მათ შორის ეს ფორმატები გამოიყენონ მორიგი ანგარიშსწორებისთვის, მორიგი შანტაჟის მცდელობებისთვის საქართველოს ხელისუფლებისთვის და ქართველი ხალხის მისამართით“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.