ლევან მახაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე: რაც უნდათ ის მოითხოვონ, ქვეყანა თავზე ეშლებათ და თავიანთ პრეზიდენტს, ქვეყნის ბიუჯეტსა და მოსახლეობას მიხედონ
სანქციების დაწესებას, თუ რაღაცას ითხოვენ, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, რაც უნდათ, ის მოითხოვონ, ქვეყანა თავზე ეშლებათ და თავიანთ პრეზიდენტს, ქვეყნის ბიუჯეტსა და მოსახლეობას მიხედონ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაზე ევროპის საკითხთა კომიტეტის წევრებზე საუბრისას განაცხადა, რომლებმაც საქართველოს თაობაზე რეზოლუცია მიიღეს, რომლითაც მთავრობის წევრების და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ.
მახაშვილის თქმით, აღნიშნული პოლიტიკოსების მხრიდან ქართულმა მხარემ არაერთხელ იხილა მსგავსი ტიპის ესკალაციური განცხადებები.
„სანამ სხვებზე იფიქრებენ და ჯიბეებში ფულს ჩაიდებენ საკუთარ მოსახლეობაზე იფიქრონ. მე სხვა პასუხი მათთან არ მექნება. ამ პოლიტიკოსების მხრიდან არაერთხელ ვიხილეთ მსგავსი ტიპის ესკალაციური განცხადებები და მერე, საბოლოოდ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამის უკან დგას ხან ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ფინანსური ინტერესი, ხან სხვების“,- განაცხადა ლევან მახაშვილმა.