უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

  უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკვე დაიწყო. უმაღლეს რადაში 450 დეპუტატი უნდა აირჩიონ. ქვეყნის მასშტაბით უკვე გახსნილია 32 000 საარჩევნო უბანი.
არჩევნები არ ჩატარდება ქვეყნის იმ ნაწილში, რომელსაც პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ. ამ მიზეზით უკრაინელები 27 დეპუტატით ნაკლებს აირჩევენ.
მთავარ პროკურატურაში ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე დაკითხეს
ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით ნათია გედენიძე დაიკითხა. ფოტორეპორტიორი საგამოძიებო უწყებაში 5 საათის განმავლობაში იმყოგებოდა. როგორც მან დაკითხვის შემდეგ განაცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე იგი ვერ დააკონკრეტებს, თუ რა კითხვები ჰქონდათ მასთან გამომძიებლებს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ხვალ მთავარ პროკურატურაში ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძეც დაიკითხება. ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით ფოტოგრაფები: გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე უკვე დაიკითხნენ.
შეგახსენებთ,რომ ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წელს, უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები