არჩილ გორდულაძე: ევრობიუროკრატიას, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების სათავეში მოქმედი აგენტების მოყვანის სურვილი აქვს, ვეტყვით, რომ ეს ყველაფერი არ გამოუვათ
„ქართული ოცნების“ გუნდმა და არჩეულმა ხელისუფლებამ „დიფ სტეიტის“ მართულ ევროკავშირის მოქმედ ბიუროკრატიას ხელიდან გამოაცალა ერთ-ერთი იარაღი, რომელიც სულ ჩამოკიდებული იქნებოდა დამოკლეს მახვილივით საქართველოს და ქართველი ხალხის კისერზე, თითქოს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და ამიტომ მოლაპარაკებების გახსნა არ იგეგმება”,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ნაცმოძრაობას, მასთან დაკავშირებულ პირებს პირდაპირ მომზადებული ჰქონდათ „შეიარაღება“ რომლითაც შეეცდებოდნენ, რომ უფრო მეტი არეულობა მოეხდინათ ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ეს შეძლეს 28 ნოემბრის შემდეგ და შესაბამისად, ეს პრევენციული განცხადებაც იყო. ყველას გასაგონად ვაცხადებთ, როგორც 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ყოველთვის ვამბობთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ, ჩვენს ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებდით, ვასრულებთ და შევასრულებთ კიდეც იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესებში. ამავდროულად, იმ შანტაჟს და მუქარებს, რომ ჩვენ თითქოს უნდა ჩავერთოთ ომში და რადგანაც ამ ყველაფერზე უარს ვაცხადებთ, ეს არის დემოკრატიული უკუსვლა, ამ ყველაფერზე ყოველთვის ვამხელთ შესაბამისი განცხადებების ავტორებს და ამავდროულად თუ ვინმე მოიტანს დოკუმენტს და იტყვის, რომ მოლაპარაკებები გაიხსნება, ახლავე მოვაწერთ ხელს, მაგრამ ეს ყველაფერი არ კეთდება მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. სამწუხაროდ ახლა ევრობიუროკრატიას, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობის სურვილი აქვს და აქვს სურვილი, რომ მოიყვანოს მოქმედი აგენტები ხელისუფლების სათავეში, ვეტყვით, რომ მათ ეს ყველაფერი არ გამოუვათ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოში მოქმედი ხელისუფლება ერთ მუშტად შეკრული დგას ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე“,- განაცხადა გორდულაძემ.