არჩილ გორდულაძე: გახარია თავისი პარტიის წევრებს პატივს არ სცემს – ეს პარტია იშლება
,,იშლება ეს პარტია და თავისი პარტიის წევრებს გახარია, ეს სტიპენდიატი პატივს არ სცემს”,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარია ადამიანებს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად იყენებს.
„გახარიელებს რომ ჰკითხოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ გახსენებაზე აჟრიალებთ, მაგრამ მათსავე წევრებში იყვნენ და არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და [ყოფილი] წევრები. მაგალითად ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც უმაღლეს თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი ადეიშვილის მოადგილე იყო. იშლება ეს პარტია და თავისი პარტიის წევრებს გახარია, ეს სტიპენდიატი პატივს არ სცემს. ის ცდილობს, რომ ადამიანები მიიტმასნოს თავისი მიზნების განსახორციელებლად, შედეგ კი ამ ადამიანებს უწოდებს ხოლმე დროებით პროექტებს. მისთვის ადამიანს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მიღებული დავალება, რომელიც ყველაფრის ფასად უნდა შესრულდეს“, – აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის, გახარიას პარტიის წევრი ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის და საადვოკატო საქმიანობას უბრუნდება.