არჩილ გორდულაძე პეტერ ფიშერზე: ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს
,,ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე საუბრისას განაცხადა.
„საუბარი არის თუ არა გამჭვირვალობის კანონზე, იმ კანონზე, რომელსაც ახლა იღებენ და ამკაცრებენ ევროკავშირში? არის თუ არა საუბარი ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონზე და ხომ არ ითხოვენ ამ კანონის გაუქმებას? ნებისმიერი შანტაჟის მცდელობა და ევროკავშირთან დაკავშირებული განცხადებები ელჩად წოდებული ფიშერისა, რა თქმა უნდა არის დეზინფორმაციული და ქვეყანაში მხოლოდ შფოთის შემოტანის მცდელობაა. ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას“, – აცხადებს გორდულაძე.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, საქართველოში გერმანიის ელჩი ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს აკრიტიკებს, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონსაც. პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ამ კანონმდებლობით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.