დავით მათიკაშვილი: ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც მუდმივად მოედინება ევროკავშირიდან, ბუნებრივია, ევროსკეპტიციზმის საფუძველს ქმნის ჩვენს საზოგადოებაში
“ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც მუდმივად მოედინება ევროკავშირიდან, ბუნებრივია, ევროსკეპტიციზმის საფუძველს ქმნის ჩვენს საზოგადოებაში,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს აძაგებენ იმის გამო, რომ ზუსტად ანალოგიური რეგულაციები იქნა მიღებული თავის დროზე.
“ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც მუდმივად მოედინება ევროკავშირიდან, ბუნებრივია, ევროსკეპტიციზმის საფუძველს ქმნის ჩვენს საზოგადოებაში. გამჭვირვალობა, რომელიც არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი დემოკრატიული ღირებულებისთვის და ევროკავშირისთვის, მათი აზრით, საქართველოსთვის ეს იყო მიუღწეველი ბენეფიტი, ხოლო მათთვის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, ამიტომაც ისინი იღებენ რეგულაციებს, ხოლო ჩვენს ქვეყანას აძაგებენ იმის გამო, რომ ზუსტად ანალოგიური რეგულაციები იქნა მიღებული თავის დროზე,” – აღნიშნა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ყველა ქვეყანას მოუწევს შექმნას ლობისტების რეესტრი, მათ ეკისრებათ ვალდებულება, ახსნან გრანტების წარმომავლობა და დანიშნულება. ახალი წესები მიზნად ისახავს დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური გავლენის საკითხის მოგვარებას.