პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაჩქარებული წესით მოთხოვნილი კანონპროექტი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.

„ცვლილების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივ საწარმოში სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი ოდენობა 50% ან მასზე ნაკლებია, სამართლებრივი საფუძველი დადგინდება, რომ აღნიშნულ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენლად საჯარო მოსამსახურე გამწესდეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები