თელავში მომხდარ ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა
თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისპირში მომხდარ ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
შეემთხვა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.