ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის მისიას შეხვდა

  საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის მისიას შეხვდა, რომელსაც ენერგეტიკის სექტორის მენეჯერი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რანჯიტ ლამეში (Ranjit Lamech) ხელმძღვანელობს.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნის ენერგოსექტორსა და ინფრასტრუქტურაში არსებული პროექტები და მათში მსოფლიო ბანკის შესაძლო მონაწილეობის პერსპექტივები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მხარეები მზად არიან კომპლექსურად განიხილონ ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, ენერგოდამოუკიდებლობისა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები