პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: მათი მთავარი შეცდომა არის ის, რომ არ ემსახურებიან ქართველი ხალხის ნებას და ყველაფერს აკეთებენ უცხოელებისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მთავარი შეცდომა არის ის, რომ არ ემსახურებიან ქართველი ხალხის ნებას და ყველაფერს აკეთებენ უცხოელებისთვის.

“ასე რომ, ეს ტექნიკური მთავრობა თუ სხვადასხვა სახის მთავრობა და პრეზიდენტის სასახლის გასაღების ხელში ჩაგდება, რომ უნდოდათ, ამ ყველაფერს ქართველ ხალხი უკვე, მე მგონი, ირონიით უყურებს. ვხედავთ, რომ არსებობს რაღაც ჯგუფი, რომლის ნაწილი არის პირდაპირი აგენტურა და დავალებების შემსრულებელი. ვნახეთ ფურცლებს უგზავნიან, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ რა წაიკითხონ – ესეც კი აკადრეს, მათ შორის, პარლამენტის წინ ტერიტორიას, სადაც ზოგადად პროტესტის ტრადიციული ადგილია, რომ უცხოეთიდან გამოგზავნილი უსტარი წაუკითხეს ქართველ ხალხს. იმისი თავისუფლებაც კი არა აქვთ, რომ თავად ჩამოაყალიბონ სათქმელი. აცდენილი არიან ქართველი ხალხის ნებას, მოქმედებენ გარე დაკვეთით და სანამ ასე იქნებიან, თქმა უნდა წითელ ხალიჩას დაუგებენ უცხოელები და ქართველი ხალხისგან ყოველთვის მიიღებენ საკადრის პასუხს ყველა არჩევნებზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები