ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში შიდა გზები ეწყობა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სოფელ წნისში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფელში შიდა საავტომობილო გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი ეწყობა.
,,ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 586 198 ლარით ფინანსდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.