ნინო წილოსანი: სააკაშვილის პოსტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სწორია თითოეული ქართველის გადაწყვეტილება, როდესაც ისინი “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებას უჭერენ მხარს

„სააკაშვილის პოსტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სწორია თითოეული ქართველის გადაწყვეტილება, როდესაც ისინი “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებას უჭერენ მხარს,“- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

“ამიტომ, გააგრძელოს ასეთი პოსტების წერა, პრინციპში, ადამიანი ალბათ ვერ სწორდება, თავისი მახინჯი შინაარსისგან ვერ გამოდის და ზნედაცემული ადამიანი მუდმივად აგრძელებს თავის მავნებლობასა და ბოროტებას. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სწორია თითოეული ქართველის გადაწყვეტილება, როდესაც ისინი “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებას, ამ ბოროტმოქმედი ადამიანების დასჯას და მათ საპატიმროში ყოფნას უჭერენ მხარს,” – აცხადებს ნინო წილოსანი.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა სადაც წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა “მეორე საქართველო”, რომლის მკვიდრებსაც, თვითონ “მუქთახორებს, ბირჟავიკებს, ბოღმიანებს, მშიშარებს” უწოდებდა და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათთან “პირველი კატეგორიის” ქართველების შერიგება ვერ მოხდება, რადგან, ანთროპოლოგიურადაც კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები