დავით მათიკაშვილი – როდესაც პოლიტიკური პარტიები არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ, ამ ჭრილში ორი რაღაცაა – ან მათ წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, რას ნიშნავს პოლიტიკა, ან ისინი გარედან მიღებულ ბრძანებებს ასრულებენ
„როდესაც პოლიტიკური პარტიები არჩევნებისთვის არ ემზადებიან და არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ, ამ ჭრილში ორი რაღაცაა – ან მათ წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, რას ნიშნავს პოლიტიკა, ან ისინი გარედან მიღებულ ბრძანებებს ასრულებენ,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„2022 წლიდან, მაშინ, როცა ომი დაიწყო, ჩვენს ქვეყანაში უცხოური სპეცოპერაცია და უცხოური აგენტურა მოქმედებდა იმისთვის, რომ ხელისუფლება დაემხოთ. რევოლუციის არაერთი მცდელობა ჰქონდათ. ალეკო ელისაშვილის ტყუილები თუ ქვეცნობიერის სააშკარაოზე გამოტანა, საინტერესო არ არის. როცა პოლიტიკური პარტიები არჩევნებისთვის არ ემზადებიან და არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ, ამ ჭრილში ორი რაღაცაა – ან მათ წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, რას ნიშნავს პოლიტიკა, ან ისინი გარედან მიღებულ ბრძანებებს ასრულებენ. კარგად ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიციის ცალ-ცალკე პარტიებად დაყოფა რატომ იყო დადგმული – სცენარი იყო იმისთვის, რომ საზოგადოება მოეტყუებინათ. დღეს ახალი დავალება მიიღეს, რომ სხვადასხვა რიტორიკა ჰქონდეთ, ვითომ, სხვადასხვა არიან“,- განაცხადა მათიკაშვილმა.