“მთავარი ის არ არის, მიკერძოებული პირები რას ითხოვენ, მთავარია, რა პოზიცია აქვს ამერიკის ხელისუფლებას” – დავით მათიკაშვილი

“ამერიკელი კონგრესმენებისგან არაერთი სუბიექტური თუ დაუსაბუთებელი განცხადება მოგვისმენია. მთავარი ის არ არის, მიკერძოებული პირები რას ითხოვენ, მთავარია, რა პოზიცია აქვს ამერიკის ხელისუფლებას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარენ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება.

“სტრატეგიული ურთიერთობები სწორედ ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს. სხვა დანარჩენი გამოჩნდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატორებმა: ჯინ შაჰინმა, როჯერ უიკერმა, ჯონ კურტისმა და შელდონ უაითჰაუსმა, ასევე კონგრესმენებმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ორპარტიული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ქართველი ოფიციალური პირების მიერ ანტიამერიკული რიტორიკის შემაშფოთებელი ზრდის ფონზე უსამართლოდ გახდნენ სამიზნეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები