ნინო წილოსანი – მამუკა ხაზარაძეზე: ერთხელ თაღლითი მუდმივად თაღლითი იქნება, მასშტაბს ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს

“ალბათ, ერთხელ თაღლითი მუდმივად თაღლითი იქნება, მასშტაბს ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.

„ყველაზე ელემენტარული, რაც შეიძლება, მოეტყუებინა, ეს არის დეკლარაცია, რომელსაც საჯარო პირები ვაბარებთ“, – აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს განმარტებით, მამუკა ხაზარაძის დაჯარიმების საკითხში, საქმე ეხება ქონებრივ დეკლარაციას, სადაც არ არის ასახული სრულყოფილი მონაცემები, მათ შორის ხაზარაძის მეუღლესა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შორის გაფორმებული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დეტალები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები