“ეს არის მათ მჭიდში ბოლო ტყვია შანტაჟის მექანიზმისა”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საუბრისას აცხადებს.
“მგონია, ამ ტყვიას ვერ დახარჯავენ, რადგან ისინი 100%-ით რომ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ვიზის შეჩერებით რევოლუცია მოხდება და აგენტებს მოიყვანენ, მაშინ შეაჩერებენ, თუ დარწმუნებულები არ იქნებიან, მაგ შემთხვევაში საქართველოსთან ხიდებს ბოლომდე არ დაწვავენ”, – ამბობს მაჭავარიანი.