ქადაგიშვილი – ევროპელ ბიუროკრატებზე: მათი მიზანია, რომ საქართველოში ჰყავდეთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველა დავალების შემსრულებელი იქნება
“მათი პოლიტიკური ინტერესი ერთია, საქართველოსი კი – სრულიად სხვა”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ევროპელ ბიუროკრატებზე საუბრისას აცხადებს.
“მათი მიზანია, რომ საქართველოში ჰყავდეთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველა დავალების შემსრულებელი იქნება”, – განმარტავს დეპუტატი.