გია ვოლსკი – „ნაცმოძრაობაზე”: პოლიტიკური სივრციდან თავად მოიკვეთეს თავი

„პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფერი დარღვეული აქვს, კანონები თუ კონსტიტუცია”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ნაცმოძრაობამ” პოლიტიკური სივრციდან თავად მოიკვეთა თავი.

,,მათი მიზანი რევოლუციაა, რაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მიუღებელია – „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა თუ ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება. ამას პოლიტიკური პარტია არ ჰქვია. ამ ადამიანებმა პოლიტიკური სივრციდან თავი თავად მოიკვეთეს. ახლა კონსტიტუციის შესაბამისობაში დაფიქსირება ხდება იმ სარჩელის, რაც საკომსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები