ნიკოლოზ სამხარაძე: რთული ასახსნელია, რატომ დაუმალა გერმანიის საგარეო უწყებამ თავისივე გერმანელ დეპუტატებს ის ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი რეზიდენციას ქირაობს მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრისგან

“რთული ასახსნელია, რატომ დაუმალა გერმანიის საგარეო უწყებამ თავისივე გერმანელ დეპუტატებს ის ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი რეზიდენციას ქირაობს მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრისგან,”- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საელჩო მიაწვდის ამ ინფორმაციას იმ დეპუტატებს, რომლებმაც კითხვა დასვეს.

„რთული ასახსნელია, რატომ დაუმალა გერმანიის საგარეო უწყებამ თავისივე გერმანელ დეპუტატებს ის ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი რეზიდენციას ქირაობს მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრისგან, კონკრეტულად მეუღლისგან. ჩვენი საელჩო მიაწვდის ამ ინფორმაციას იმ დეპუტატებს, რომლებმაც ეს კითხვა დასვეს. ასევე მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის საგარეო უწყებამ ამ შემთხვევაში ბოლომდე არ გასცა პასუხი და დამალა რეალურად ის ფაქტი. ვფიქრობ, რომ გერმანიის საგარეო უწყებაში თვითონაც ხვდებიან, რომ ის კონკრეტული ნაბიჯები, განცხადებები, ფაქტები, რომლებზეც ჩვენ ამდენ ხანს ვსაუბრობდით, მართლაც არ შეესაბამება დიპლომატიური ეტიკეტს და ამის გამო ცდილობენ, რომ ახლა საკუთარ დეპუტატებს არ მიაწოდონ სრული ინფორმაცია იმისთვის, რომ არ მიიღონ საკუთარი დეპუტატებისგან კრიტიკა“, – განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, გერმანული პარლამენტიდან გაგზავნილ კითხვებს, მთავრობამ არასრულად უპასუხა. აღიარეს, რომ საქართველოში მოქმედ არასამთავრობოებს აფინანსებენ, თუმცა დეტალები არ გაასაჯაროვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები