“პარტიების აკრძალვის მაგალითები გვაქვს როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე, ასოცირებული ქვეყნის მაგალითებზეც” – რატი იონათამიშვილი

“პარტიების აკრძალვის მაგალითები გვაქვს როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე, ასოცირებული ქვეყნის მაგალითებზეც”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

როგორც დეპუტატი განმარტავს, ამის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები თავს ესხმიან დემოკრატიას და “ეს არის სწორედაც რომ ეროვნული დემოკრატიების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მყარი ნაბიჯი”.

“ჩვენს შემთხვევაშიც სწორედ ასეა. ვინაიდან არ ყოფილა საქართველოში დემოკრატიული პროცესი, რომლის მონაწილეც “ნაცები” ყოფილან. ყოველ ჯერზე, ისინი პირიქით, უპირისპირდებიან და ებრძვიან დემოკრატიას და საქართველოს კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერთადერთი ლოგიკური გზა სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია, არის, რომ ასეთი ანტიკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიული პარტიები არ არსებობდნენ”, – აცხადებს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები