“შიდა აქტორებს, ვინც ასე ხელაღებით ებრძოდნენ და დღესაც ებრძვიან საქართველოს დეზინფორმაციით, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, პოლიტიკაში რჩებოდნენ” – იონათამიშვილი
“გახსოვთ, როგორი მასობრივი შტურმი იყო ხოლმე საქართველოს წინააღმდეგ ქვეყნის შიდა და გარე მტრების მხრიდან. ეს შტურმი ყოველ ჯერზე, როგორც წესი, იყო კოორდინირებული და შეთანხმებული, ჩართულნი იყვნენ ეს ე.წ. პოლიტიკური პარტიები რადიკალური ოპოზიციიდან, მათი გარე სპიკერები და პატრონები ევროპული სტრუქტურებიდან”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, საქართველო მადლობასაც კი იღებს, იმდენად კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა ვალდებულებას.
“ამიტომ, ამ გარე სპიკერებს აქვთ ბოდიში მოსახდელი ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხთან, ხოლო შიდა აქტორებს, ვინც ასე ხელაღებით ებრძოდნენ და დღესაც ებრძვიან საქართველოს დეზინფორმაციით, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, პოლიტიკაში რჩებოდნენ”, – აცხადებს იონათამიშვილი.