„პარტიების აკრძალვის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს ევროპის ქვეყნებს – მიმდინარე პროცესები საფრანგეთსა და გერმანიაში” – ნინო წილოსანი

“პარტიების აკრძალვის ძირითადი მიზეზი არის დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა და ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდაჭერა. გულდასაწყვეტია და ყველაზე მძიმე მისაღები ის არის, რომ ევროპის რიგი პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება „ნაციონალური მოძრაობის“ დასაცავად გამოდის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საერთაშორისო პრაქტიკაზე საუბრისას განაცხადა.

„პარტიების აკრძალვის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს ევროპის ქვეყნებს – მიმდინარე პროცესები საფრანგეთსა და გერმანიაში. მათ შორის, 2023 წელს საბერძნეთმა აკრძალა პარტია დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფის გამო. ამ კუთხით განსაკუთრებული ჩემპიონი უკრაინა და მოლდოვაა.

აკრძალვის ძირითადი მიზეზი არის დემოკრატიული პრინციპების უგულვებელყოფა და ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდაჭრა. გულდასაწყვეტია და ყველაზე მძიმე მისაღები ის არის, რომ ევროპის რიგი პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება „ნაციონალური მოზრაობის“ დასაცავად გამოდიან. უსამართლო, ორმაგი სტანდარტის შემცველი თავდასხმებით, რა თქმა უნდა, უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველებად გვევლინებიან“, – განმარტა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები