ნინო წილოსანი: ვხედავთ ანტიქართულ პოლიტიკოსებს შორის გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო გახდა ნაცრისფერი ზონა სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით
„ვხედავთ ანტიქართულ პოლიტიკოსებს შორის გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო გახდა ნაცრისფერი ზონა სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის წერილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ ძიძგნიან და აზიანებენ საკუთარ ქვეყანას.
„ვხედავთ სხვადასხვა გამოცემასა თუ ჩვენს მავნებელ, ანტიქართულ პოლიტიკოსებს შორის გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ყველაზე ცნობილ სატელევიზიო გადაცემებშიც საუბრობს, რომ საქართველო გახდა ნაცრისფერი ზონა სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორ ძიძგნიან საკუთარ ქვეყანას, როგორ აზიანებენ რეპუტაციულად და ამ ადამიანებს რომ არ ჰქონდეთ საშუალება, ასეთი მავნებლობები აკეთონ, ალბათ მარტივი წარმოსადგენი იქნება, რამდენ მადლობის წერილს მივიღებთ და რამდენად აღარ იქნება ის უსამართლო განცხადებები უცხოეთიდან წამოსული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების შესახებ ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალური დირექტორატის წერილში, რომელსაც ხელს აწერს დევიდ ო’სალივანი, ასევე ხაზგასმულია საქართველოს ხელისუფლების მუდმივი ხელმისაწვდომობა სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.