დავით მათიკაშვილი – ო’სალივანის წერილზე: თვითონ არ არიან ჩამოყალიბებული ერთ აზრზე – ერთი მხრივ, ვიღებთ საქებარი სიტყვებით სავსე წერილს და მეორე მხრივ, ევროკავშირი აფინანსებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც პროპაგანდირებენ ტყუილს საქართველოზე

„თვითონ არ არიან ჩამოყალიბებული ერთ აზრზე – ერთი მხრივ, ვიღებთ საქებარი სიტყვებით სავსე წერილს და მეორე მხრივ, ევროკავშირი აფინანსებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც პროპაგანდირებენ ტყუილს საქართველოზე,“- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის მიერ გამოგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.

„ერთი მხრივ, ჩვენ ვიღებთ სრულიად ჯანსაღ, სწორ, საქებარი სიტყვებით სავსე წერილს ო’სალივანისგან, ოფიციალური წარმომადგენლისგან, სადაც ცალსახადაა გამოხატული მადლიერება ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისადმი, რომ მან გამოიჩინა სათანადო ძალისხმევა, შექმნა მოქნილი და ეფექტური მექანიზმი იმისთვის, რომ სანქციებისგან თავის არიდება არ მომხდარიყო საქართველოს გავლით და მეორე მხრივ, ევროკავშირი აფინანსებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც პროპაგანდირებენ ტყუილს საქართველოსთან მიმართებით. ეს მეტყველებს იმას, რომ ევროკავშირის წიაღში უმძიმესი მდგომარეობაა. თვითონ არ არიან ჩამოყალიბებული ერთ აზრზე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანისგან წერილი მიიღო, რომელშიც აღნიშნულია: „მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები