ირაკლი ქადაგიშვილი: სტრუქტურები, რომლებიც პარტიების აკრძალვის სასამართლო პროცესს წინასწარ აკრიტიკებენ, არიან ის სტრუქტურები, რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს საქართველოში 4 ოქტომბრის სახელმწიფო დამხობის აქციას

,,სტრუქტურები, რომლებიც პარტიების აკრძალვის სასამართლო პროცესს წინასწარ აკრიტიკებენ, არიან ის სტრუქტურები, რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს საქართველოში 4 ოქტომბრის სახელმწიფო დამხობის აქციას”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საკონსტიტუციო სარჩელის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ის ძალებია რომლებიც არჩევნებს არ აღიარებენ.

„ეს ის ძალებია, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, მიუხედავად ეუთო/ოდირის დადებითი დასკვნებისა, მაინც ჯერჯერობით ვერ აღიარებენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები