შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის ერთი ნაწილი შექების ოფიციალურ წერილს აქვეყნებს, ხოლო მეორე მხარე გრანტს აძლევს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ – „ენჯეოს“, რომელიც ზუსტად იმით არის დაკავებული, რომ დააბრალოს საქართველოს, თითქოს მისი ხელისუფლება სანქციებისთვის გვერდის ავლას უზრუნველყოფს

„ბრიუსელის ერთი ნაწილი შექების ოფიციალურ წერილს აქვეყნებს, ხოლო მეორე მხარე გრანტს აძლევს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ – „ენჯეოს“, რომელიც ზუსტად იმით არის დაკავებული, რომ დააბრალოს საქართველოს, თითქოს მისი ხელისუფლება სანქციებისთვის გვერდის ავლას უზრუნველყოფს,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო თუ სანქციების დაცვის მხრივ შესაქები ქვეყანაა მაშინ, “რატომ აფინანსებენ ბრიუსელიდან პირდაპირ დეზინფორმაციას საქართველოს წინააღმდეგ?”

„საქართველოს ხელისუფლებამ იმდენად ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი შეიმუშავა, რომ არათუ საყვედური არ გვსმენია მათგან, შექების მრავალი შემთხვევა და ახლა ოფიციალური წერილიც იყო. ეს ერთი მეა ბრიუსელის. ბრიუსელის მეორე მე კი გრანტს აძლევს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ – „ენჯეოს“, რომელიც ზუსტად იმით არის დაკავებული, რომ დააბრალოს საქართველოს, თითქოს მისი ხელისუფლება სანქციებისთვის გვერდის ავლას უზრუნველყოფს. ამ დეზინფორმაციის გავრცელებას აფინანსებს ბრიუსელი. ამიტომ, გვაინტერესებს რა ხდება. უნდა ჩამოყალიბდეს ბრიუსელი, რომელი მე საუბრობს მასში. არის საქართველო სანქციების დაცვის მხრივ შესაქები ქვეყანა? და თუ ასეა, რატომ აფინანსებენ ბრიუსელიდან პირდაპირ დეზინფორმაციას საქართველოს წინააღმდეგ? ასე რომ, ეს გვაჩვენებს არა ორმაგ სტანდარტს, არამედ ბიპოლარულ აშლილობას ბრიუსელში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები