“ჩვენ დავიწყებთ კანონით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის გავლას, რაც პარტიის დაფუძნებას სჭირდება” – ვატო შაქარიშვილი
“ჩვენ დავიწყებთ კანონით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის გავლას, რაც პარტიის დაფუძნებას სჭირდება. პირველ რიგში ეს იქნება ყრილობა”, – აკის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
„გადავალთ მოქმედებათა გეგმის აღსრულებაზე, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ქართული პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღებაში ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას და საბოლოო ჯამში ნეიტრალიტეტის იდეის ქვეშ მუშაობას, რათა მივაღწიოთ საქართველოს ნეიტრალურ სტატუსს. ახალ მსოფლიო წესრიგში, რომლის კონტურებიც ჩვენს თვალწინ იკვეთება და ფაქტია, რომ ეს იქნება მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ამ ახალ მსოფლიო პოლიტიკურ რეალობაში უნდა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ყველაზე მყარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანად მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
შეგახსენებთ, მოძრაობამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.