“ჩვენი პოზიცია არ ნიშნავს ანტიევროპულ პოზიციას, თვითონ ევროკავშირმა გადაუხვია იმ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომლის საფუძველზეც ის შეიქმნა” – გელა ნიკოლაიშვილი
“ჩვენი პოზიცია არ ნიშნავს ანტიევროპულ პოზიციას, თვითონ ევროკავშირმა გადაუხვია იმ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომლის საფუძველზეც ის შეიქმნა”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ამის მაგალითი საქართველომ არაერთხელ ნახა.
“თუნდაც, დამოკიდებულებები სრულიად სხვანაირია მაგალითად, არჩევნების შეფასების მიმართ მოლდოვაში, არჩევნების შეფასების მიმართ უკრაინაში, არჩევნების შეფასების მიმართ თუნდაც, აზერბაიჯანში და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. თურმე, ყველგან ტარდება დემოკრატიული არჩევნები. ასევეა პარტიების გაუქმების და მედიის აკრძალვის მიმართ დამოკიდებულება. ასე უყურებენ, თუ ესენი ჩვენი მომხრეები არიან და ისინი აუქმებენ თავიანთ ოპონენტებს, პარტია იქნება ეს თუ მედია, ეს კარგია და თუ ჩვენს მოწინააღმდეგეებად რთულიც და ისინი აუქმებენ, მაშინ არადემოკრატიულია. 2003-2012 წლებში იყო თურმე დემოკრატიული ხელისუფლება, დემოკრატიის შუქურა იყო და დღეს არ არის. ნეიტრალურობა არ ნიშნავს, რომ ვინმეს წინააღმდეგ უნდა ვიყოთ. ჩვენ პრეტენზია ხელისუფლებასთან იმაზეც გვაქვს, რომ მათ თავიანთი სიმართლე ვერ მიიტანეს საერთაშორისო ორგანიზაციებამდე“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.