ზუკა რურუა: გერმანიის მთავრობამ პასუხი უნდა გასცეს, საელჩო აფინანსებდა თუ არა რადიკალური დაჯგუფებების იმ ქმედებებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ჩვენს ქვეყანაში
„გერმანიის მთავრობამ პასუხი უნდა გასცეს, საელჩო აფინანსებდა თუ არა რადიკალური დაჯგუფებების იმ ქმედებებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ჩვენს ქვეყანაში,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზუკა რურუამ განაცხდა.
„ყველა ვხედავთ დიდი ხნის განმავლობაში ელჩის აქტიურობას, როგორ იყო ჩართული ამ პროცესებში. გერმანიაში ერთ-ერთ ძლიერ ოპოზიციურ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ნამდვილად აქვს ობიექტური კითხვები მის მიმართ. ამ ფაქტებით ზუსტად ის ფიქსირდება, რომ გერმანიის მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი, თუ რაში იხარჯებოდა ფული საქართველოს მიმართ, საელჩო აფინანსებდა თუ არა რადიკალური დაჯგუფებების იმ ქმედებებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ზუკა რურუამ.
შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობის განცხადებით, საქართველოში მის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სახელების გამჟღავნება მნიშვნელოვან რისკს უქმნის მათ შემდგომ ფუნქციონირებასა და მათში მომუშავე ადამიანებს.