“იმედი მაქვს, ამ ქვეყანაში აიკრძალება ისეთი პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირება, რომლებმაც არა მხოლოდ მმართველობის, არამედ ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ძირი გამოუთხარეს საკუთარ სამშობლოს” – ბითაძე
“პრაქტიკულად, ისტორიული პოლიტიკური პროცესი დაიწყო, რომელიც, იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებით დასრულდება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, მაია ბითაძე აცხადებს.
კერძოდ, ბითაძე “ნაციონალური მოძრაობის”, “ახალისა” და ლელოს” არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხს ეხმაურება.
“პრაქტიკულად, ისტორიული პოლიტიკური პროცესი დაიწყო, რომელიც, იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებით დასრულდება და, ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში აიკრძალება ისეთი პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირება, რომლებმაც არამხოლოდ მმართველობის, არამედ ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ძირი გამოუთხარეს საკუთარ სამშობლოს, როგორც ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, ისე ადამიანის უფლებების დარღვევისა და სხვადასხვა მავნე პოლიტიკური პროცესის წამოწყების კუთხით,” – აღნიშნა ბითაძემ.