გიორგი ვოლსკი – დევიდ ო’სალივანის მადლობაზე: სპეციალური კომისიის მიერ საკითხების შესწავლის შემდეგ კომპეტენტურმა ადამიანებმა გააკეთეს განცხადებები, რომ საქართველო არ არის „შავი ხვრელი“

„სპეციალური კომისიის მიერ საკითხების შესწავლის შემდეგ კომპეტენტურმა ადამიანებმა გააკეთეს განცხადებები, რომ საქართველო არ არის „შავი ხვრელი“,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის წერილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა საქართველოში არასდროს ყოფილა დაშვებული და საკმაოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო საქართველომ ამ საკითხებთან დაკავშირებით.

„გვახსოვს,სპეციალური კომისიის მიერ საქართველოში საკითხების შესწავლის შემდეგ საკმაოდ კომპეტენტურმა ადამიანებმა გააკეთეს ასეთი განცხადებები, რომ საქართველო არ არის „შავი ხვრელი“, როგორც მას უწოდებდა ზოგიერთი ბედოვლათი ვითომ პოლიტიკოსი, საიდანაც ხდება აკრძალული პროდუქციის მიწოდება რუსეთისათვის. სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა საქართველოში არასდროს ყოფილა დაშვებული და საკმაოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო საქართველომ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ახლაც იგივე შეფასება მეორდება და არაერთი შეფასება და რეიტინგი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო მაღლაც დგას მოწინავეთა რიგებში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების შესახებ ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალური დირექტორატის წერილში, რომელსაც ხელს აწერს დევიდ ო’სალივანი, ასევე ხაზგასმულია საქართველოს ხელისუფლების მუდმივი ხელმისაწვდომობა სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები