მიხეილ ყაველაშვილი: ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს ქმედებას, სადაც ცენტრალურ გამზირს ამ რაოდენობის ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში კეტავდნენ და მასზე არ იყოს რეაგირება – გაცილებით მკაცრი კანონებიც არის

„ჩვენ მივისწრაფვით, რომ შევქმნათ იდეალური სახელმწიფო. აუცილებელია, რომ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი კანონობდეს. დამისახელონ ერთი განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ანალოგიური ქმედებისთვის არ იქნება დასჯილი მოქალაქე, რა ქმედებებსაც სჩადიან ესენი, როცა ათეულობით ადამიანს შეუძლია ცენტრალური გამზირი გადაკეტოს”,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სხვა ქვეყნებში მსგავს ქმედებაზე გაცილებით მკაცრი კანონები მოქმედებს.

„ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს ქმედებას, სადაც ცენტრალურ გამზირს ამ რაოდენობის ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში კეტავდნენ და მასზე არ იყოს რეაგირება იმ სახელმწიფოსი, გაცილებით მკაცრი კანონებიც არის”,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქუჩის გადაკეტვით გარე ძალებისგან დაფინანსებულები საქართველოში პროტესტის ფონს ქმნიან.

„ფონს ქმნიან, რომ პროტესტი არის საქართველოში. აი ხომ ხედავთ 325-ე დღე, ხალხმა ისევ გადაკეტა [გამზირი], წარმოიდგინეთ ევროპელი მოქალაქე რომ უსმენს, ცენტრალური გამზირი იკეტება, ესე იგი, მართლა პროტესტია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები