ირაკლი კობახიძე: რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, რადიკალიზმის დასრულება იქნება დასაწყისი იმ პროცესისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ჯანსაღი, სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებასთან

“რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, აქედან გამომდინარე, რადიკალიზმის დასრულება იქნება დასაწყისი იმ პროცესისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ნამდვილი, ჯანსაღი, სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებასთან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი სწორედ ამ პასუხისმგებლობით მოქმედებს.

პრემიერ-მინისტრმა უპასუხა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ ეს პროცესი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების დასაწყისი იქნება.

„ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ შევძელით საქართველოში სრულფასოვანი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება სწორედ ამ რადიკალიზმის გამო, რომელსაც აღვივებენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები. ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მოქმედებენ გარე ძალების კარნახით. მათ არ აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, ისინი არ მუშაობენ ქართველ ხალხთან. ერთადერთი, ვისთანაც მუშაობენ, არიან თავიანთი ხელმძღვანელები ქვეყნის გარეთ და საბოლოო ჯამში მათი მთავარი დავალება არის ქვეყანაში რადიკალიზმის გაღვივება. რადიკალიზმის პირობებში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, აქედან გამომდინარე, რადიკალიზმის დასრულება იქნება დასაწყისი იმ პროცესისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ნამდვილი, ჯანსაღი, სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებასთან. სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ ჩვენ, ეს არ არის ჩვენი სუბიექტური ინტერესი”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები