“ძალიან სამწუხაროა, თუ გერმანიის საელჩო საქართველოში ზუსტად NED-ის EED-ის დონეზე იყო დასული” – იონათამიშვილი

“ძალიან სამწუხაროა, თუ გერმანიის საელჩო საქართველოში ზუსტად NED-ის EED-ის დონეზე იყო დასული”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის მთავრობამ დაადასტურა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ფაქტი.

„არ არის გამორიცხული, რომ ესენი სინამდვილეში არა ეგრეთ წოდებული ენჯეოები იყვნენ, არამედ პოლიტიკური პარტიები თუ არა პოლიტიკური აქტორები მაინც. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ NED-ის EED-ის შემთხვევაში სინამდვილეში ხდებოდა პოლიტიკური პროცესების და პოლიტიკური პარტიების (მათ შორის ფინანსური) მხარდაჭერა. ძალიან სამწუხაროა თუ გერმანიის საელჩო საქართველოში ზუსტად NED-ის EED-ის დონეზე იყო დასული“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები