ზარქუა – დევიდ ო’სალივანის წერილზე: ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „რაისა“ „კომუნისტკა“ და მისი მიმდევრები ხელოვნურად ქმნიან შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა გააშავონ

“ჩვენ ვიცავთ შეთანხმებას, არანაირი შავი ხვრელი არ არსებობს ჩვენი ქვეყნიდან”, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა  წერილს, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის სანქციების შესახებ ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალური დირექტორატიდან მიიღო.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სწორ პოლიტიკას ვატარებთ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „რაისა“ „კომუნისტკა“ და მისი მიმდევრები, რომლებიც დაფინანსებული არიან, ხელოვნურად ქმნიან შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა გააშავონ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ევროკავშირის სანქციების შესახებ ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალური დირექტორატის წერილში, რომელსაც ხელს აწერს დევიდ ო’სალივანი, წერია:

„მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები