ოთარ დანელიამ IPhone 6-ის საფასური პირადი ანგარიშიდან დაფარა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მობილური ტელეფონის – IPhone 6-ის შეძენის ფაქტთან დაკავშრებით განცხადება გააკეთა.
“მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კონკრეტული პარამეტრის ტელეფონის შეძენა განპირობებული იყო სამსახურებრივი საჭიროებით და განხორციელდა კანონის სრული დაცვით, ამას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. აღნიშნული ტელეფონის საფასური უკვე დაფარულია ჩემი პირადი ანგარიშიდან, ვინაიდან თითოეული მოქალაქის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები