“საქართველო აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომლის გათვალისწინებითაც ქვეყანამ, თავის დროზე, მიიღო ვიზალიბერალიზაცია” – გიორგი გაბუნია
“საქართველო აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომლის გათვალისწინებითაც ქვეყანამ, თავის დროზე, მიიღო ვიზალიბერალიზაცია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გიორგი გაბუნია აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, არ არსებობს არცერთი არგუმენტი, მათ შორის, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური, რომ დღის წესრიგში დადგეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი.
“ეს თავის დროზე და ახლაც აქციეს ერთგვარ სავაჭრო საგნად და პოლიტიკურ ინსტრუმენტად, ვინაიდან იციან ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის საკითხის გამოყენებას, თუ მათ დაეხმარებათ საპროტესტო მუხტის აწევაში “, – აღნიშნავს გაბუნია.