მოხეში დაკავებული ირემაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ადიგენის სოფელ მოხეში გუშინ დაკავებული ნოდარ ირემაძე ახალციხის პოლიციის სამმართველოდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივების განცხადებით, ირემაძის ნახვის საშუალება არ აქვთ, რადგან მას საავადმყოფოში პოლიცია იცავს.
რა სახის დაზიანებები აქვს ნოდარ ირემაძეს, ჯერჯერობით უცნობია.
სოფელ მოხეში გუშინ სამართალდამცველებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც 14 ადგილობრივი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები