სასამართლომ ვახო სანაიას ექვსდღიანი, ლევან ჯობავასა და შალვა ჩუბინიძეს კი 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას ექვსდღიანი, ლევან ჯობავასა და შალვა ჩუბინიძეს კი 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შსს მათ 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
დღესვე, 18 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დაკავებული სხვა პირების პროცესებიც გაიმართა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. შსს-ს განცხადებით, აგრეთვე, დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს.