კიშინიოვის აეროპორტში საეჭვო ჩანთის აღმოჩენის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში ერთ-ერთი მგზავრის ბარგში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს,- ამის შესახებ ინფორმაცია აეროპორტის პრესსამსახურის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

განგაშის გამო მგზავრებისა და აეროპორტში მომუშავე პერსონალის ევაკუაცია გამოცხადდა. რამდენიმე საათით აეროპორტის მუშაობა პარალიზებული იყო.

მოგვიანებით, აეროპორტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტერიტორიის შემოწმების შემდეგ სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ განგაში მცდარი იყო და აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები