“ჩვენ მზად ვართ” – ორბანი ბუდაპეშტში ტრამპ-პუტინის დაგეგმილ შეხვედრას მიესალმება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრისთვის მზადება დაიწყო.
აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
“ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრა შესანიშნავი ამბავია მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ხალხისთვის”,- აღნიშნა ორბანმა.
ცნობისთვის, ტრამპმა განაცხადა, რომ მას და პუტინს ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, რომლის დროსაც „დიდ პროგრესს მიაღწიეს“ და ორი ლიდერი უნგრეთის დედაქალაქში შეხვედრაზე შეთანხმდა.