პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, შორეულ სასაზღვრო ზონაში ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, – ამის შესახებ “როიტერი” წერს.
სამშაბათს ღამით მომხდარ სისხლიან ძალადობაში, რომელიც ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სპინ-ბოლდაკის და პაკისტანის ჩამანის რაიონებში მოხდა, ორივე მხარემ ერთმანეთი დაადანაშაულა.
ცნობისთვის, პაკისტანსა და ავღანეთს შორის შეტაკებები 11 ოქტომბერს დაიწყო.