აშშ-ის წამყვანი მედია პენტაგონის ახალ წესებს აპროტესტებს
ამერიკის რამდენიმე წამყვანმა საერთაშორისო მედია ორგანიზაციამ – The New York Times, Associated Press, Reuters, The Washington Post და Newsmax – საჯაროდ განაცხადა, რომ არ დაეთანხმება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის (Pentagon) ახალ პრესის წესებს.
ახალი რეგულაციებით, ჟურნალისტებს მოეთხოვებათ ხელი მოაწერონ დოკუმენტს, სადაც თანხმდებიან დაიცვან პენტაგონის მიერ დადგენილი წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეიძლება შეუჩერდეთ წვდომა თავდაცვის დეპარტამენტის ობიექტებზე და მოეხსნათ პრესის აკრედიტაცია.
ახალი წესები ჟურნალისტებს უკრძალავს თანმხლები პირისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე პენგატონის შენობის დიდ ნაწილში გადაადგილებას. ამასთან, თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს უფლება ეძლევა, ჩამოართვას ჟურნალისტებს აკრედიტაცია, თუ ისინი საიდუმლო ინფორმაციას მოითხოვენ, რომლის გამოქვეყნებაც არ არის ნებადართული.
მედია ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა არღვევს აშშ-ის კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და პრესის თავისუფლებას და წარმოადგენს მცდელობას, შეზღუდოს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა სამხედრო უწყებაზე გაშუქებისას.
პენტაგონის წარმომადგენლების განმარტებით, ახალი წესები შემოღებულია ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით და მიზნად ისახავს სენსიტიური ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილებას.
თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ პენტაგონთან წვდომა პრივილეგიაა და არა უფლება.