მედია: ზელენსკიმ ოდესის მერს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული პასპორტების მქონე რამდენიმე პირს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.
“გარკვეული პირებისთვის რუსეთის მოქალაქეობის არსებობა დადასტურებულია – მათთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებები მომზადდა. ბრძანებულება ხელმოწერილია”,- აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საუბარია ოდესის მერ გენადი ტრუხანოვზე, ოპოზიციური პლატფორმა – “სიცოცხლისათვის” ყოფილ დეპუტატზე, ოლეგ ცარევზე, რომელიც წარსულში ნასამართლევია და ბალერონ სერგეი პოლუნინაზე.
ტრუხანოვმა განაცხადა, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.