“ტომაჰავკის” მიწოდება შესაძლოა თავად ტრამპისთვის ცუდად დასრულდეს,- ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰაკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას, შესაძლოა, მთელი მსოფლიოსთვის სახიფათო შედეგები მოჰყვეს.
“ტრამპმა თქვა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი არ დაარეგულირებს უკრაინის კონფლიქტს, მისთვის “ეს ცუდად დასრულდება”. მოკლედ რომ ვთქვათ, ტრამპი მეასედ იმუქრება. აზრი არასწორია, ამ რაკეტების მიწოდება შეიძლება ყველასთვის ცუდად დასრულდეს და რაც მთავარია, პირველ რიგში, თავად ტრამპისთვის”,- აცხადებს მედვედევი.