ნინო წილოსანი – მარგუს ცაჰკნაზე: ცდილობდა, საქართველოში გადატრიალების პროცესებში მიეღო მონაწილეობა

„მან არაფრად ჩააგდო, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია და ძირითადი მაგისტრალიდან 30 კილომეტრში ოკუპანტის ჯარი დგას და დიდი საფრთხის წინაშეა ეს ქვეყანა, ამის მიუხედავად ცდილობდა, რომ საქართველოში არეულობისა და გადატრიალების პროცესებში მიეღო მონაწილეობა”,- ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,
მარგუს ცაჰკნას განცხადებას, რომელიც ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე, რუსეთის მხარეს შვიდი შეიარაღებული რუსი სამხედრო მოსამსახურის გამოჩენის ფაქტს ეხებოდა.

,,სამწუხაროა, როდესაც საკუთარი ქვეყნის სტანდარტის მინიმალური დოზითაც გადატანას ვერ ახერხებ სხვა ქვეყნის შემთხვევაში და როდესაც ბუნებრივია, რომ შენს ქვეყანას გულშემატკივრობ, რომ იყოს სიმშვიდე, მინიმუმ, სხვა ქვეყნის არეულობაში არ უნდა იღებდე მონაწილეობას“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები