გიორგი ვოლსკი – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე: აბსოლუტურად არ აინტერესებს საქართველოში რა მდგომარეობაა, აინტერესებს მარიონეტული რეჟიმის ხელისუფლებაში მოყვანა

,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე, რუსეთის მხარეს შვიდი შეიარაღებული რუსი სამხედრო მოსამსახურე შენიშნეს.

„როგორც კი საქმე მიდგა ესტონეთის ინტერესთან, ესტონეთმა გადადგა რადიკალური ნაბიჯები – საზღვარი გადაკეტა, ატეხა განგაში.

აბსოლუტურად არ აინტერესებს საქართველოში რა მდგომარეობაა, აინტერესებს მარიონეტული რეჟიმის ხელისუფლებაში მოყვანა, ის ვინც შეანელებს რუსეთის შესაძლო აგრესიას ევროპის, მათ შორის ბალტიისპირეთის მიმართულებით და ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ახალგაზრდებს მოუწოდებს დაპირისპირებისკენ, სისხლისღვრისკენ და ამას აკეთებს დაუფარავად საქართველოში, დედაქალაქში ჩამოსვლისას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები