“სადაც „დიფ სთეითის“ გავლენებია გაზრდილი, ჩვენ ამ ქვეყნებისა და მათი წარმომადგენლებისგან ვისმენთ გამაყრუებელ სიჩუმეს, რომელიც ძალადობრივი აქციის არდაგმობაში გამოიხატება” – გორდულაძე

“სადაც „დიფ სთეითის“ გავლენებია გაზრდილი, განსაკუთრებით – ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლის შემდეგ, ჩვენ ამ ქვეყნებისა და მათი წარმომადგენლებისგან ვისმენთ გამაყრუებელ სიჩუმეს, რომელიც [ძალადობრივი აქციის] არდაგმობაში გამოიხატება, რაც არაპირდაპირი მხარდაჭერაა”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განუცხადა.

მან 4 ოქტომბრის საპროტესტო აქცია შეაფასა, როგორც “კარგად დაგეგმილი დამხობის მცდელობა”.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრს, თუ სწორად მახსოვს, ფავლენიშვილს წამოსცდა კიდეც, რომ დიახ, ჩვენ ვიცით, როგორ კეთდება რევოლუციები. ეს გაიდლაინებშიც გვიწერია, ყველას აქვს ინტერნეტი და შეუძლია, მოიძიოსო.

თვითონვე წამოსცდათ, რომ დიახ, იმ გაიდლაინებს მიჰყვებიან, რომლის მიხედვითაც არაერთ ქვეყანაში გადატრიალება მოხდა, მაგალითად სულ ბოლო ხანს ნეპალში და იქ დატრიალებულ მოვლენებსა და უბედურებას როგორ რომანტიზებულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები, კარგად ვნახეთ“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები